წიგნიერება
Monday, January 10, 2022
ოლიმპიადა
2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს.
მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებთან შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გამართა და მათ წარმატება პირადად მიულოცა.
ეკატერინე დგებუაძე: „ძალიან მოხარული ვარ და მეამაყება საერთაშორისოდ აღიარებულ ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა და გამარჯვება. თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამორჩეული შემართება გაქვთ. დარწმუნებული ვარ, შეინარჩუნებთ ამ ტემპს, გააგრძელებთ საყვარელ საგანში უნარების გაუმჯობესებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ“.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაკრები გუნდების ხელმძღვანელების მიერ გაწეული შრომის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა მათ მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.
Thursday, December 23, 2021
Tuesday, December 21, 2021
კლასტერები
დღეს, ჩვენი გუნდი შეიკრიბა პროექტზე სამუშაოდ. გადავანაწილეთ სამუშაო რომელიც ავსახეთ კლასტერები სახით
ჩვენი პირველი ჩანაწერი ბლოგზე
დღეს, ჩვენ აისუმ, კაჭიახმედმა და ნინმ შევქმენით ჩვენი პროექტს ბლოგი. მისი მისამართია https://tsigniereba1.blogspot.com/.
ჩვენი პროექტის თემაა "წიგნიერება"
გვადევნეთ თვალყური ამავე ბლოგზე თუ თქვენთვის ეს თემა არის საინტერესო.
ჩვენ შევცდებით შემოგთავაზოთ საინტერესო ინფორმაცია.