Monday, January 10, 2022

ოლიმპიადა

2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს.

მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებთან შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გამართა და მათ წარმატება პირადად მიულოცა.

ეკატერინე დგებუაძე: „ძალიან მოხარული ვარ და მეამაყება საერთაშორისოდ აღიარებულ ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა და გამარჯვება. თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამორჩეული შემართება გაქვთ. დარწმუნებული ვარ, შეინარჩუნებთ ამ ტემპს, გააგრძელებთ საყვარელ საგანში უნარების გაუმჯობესებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ“.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაკრები გუნდების ხელმძღვანელების მიერ გაწეული შრომის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა მათ მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.

No comments:

Post a Comment